მარპლთან

ექსკლუზიური, პრაქტიკული, ხელმისაწვდომი

The store is closed for maintenance

რატომ ჩვენ?!

იმიტომ რომ, ჩვენ გთავაზობთ გამორჩეულ, უნიკალურ, ფერად ავეჯს და აქსესუარებს.

ერთ დიზაინს ვამზადებთ მხოლოდ ერთ ცალს.

ხელით, სიყვარულით, საქართველოში :)

მომხმარებლები ჩვენს შესახებ

ძალიან განსხვავებული და ხარისხიანია. გირჩევთ თქვენი ბინა გაახალისოთ ასეთი ნივთებით. მათი წყალობით თქვენი სახლი ძალიან დასამახსოვრებელი და დადებითი განწყობის შემქმნელი გახდება. ჩვენ ძალიან გამოგვადგა ვეშაპიანი კომოდი და კიდევ ბევრი რამის ყიდვის სურვილი გვაქვს

თათია ებრალიძე

If you are looking for something really unique and for a very good price, go for this. It is about good quality and very nice service. You will get exactly what this page shows you in the photos

Olesya Vartanyan

ხშირად დასმული კითხვები

1. სად შეიძლება თვენი პროდუქციის შეძენა?

ჩვენი ავეჯისა და აქსესუარების შეძენა, ამ ეტაპზე, შესაძლებელია მხოლოდ ამ ვებგვერდის საშუალებით.

2. რა ხდება მაშინ, თუ თანხის გადახდის შემდეგ ნივთი აღარ მომინდა და გადავწყვიტე მისი დაბრუნება?

ნივთის შეძენისას, სისტემა გთავაზობთ ტრანსპორტირების მეთოდის არჩევანს.

ა. იმ შემთხვევაში, თუ აირჩევთ ტრანსპორტირების სერვისს და ნივთს მისამართზე მოგიტანენ, ნებისმიერი მიზეზით (გარდა მოხმარებასთან შეუთავსებელი დეფექტისა) დაბრუნება შეგიძლიათ. ამ შემთხვევაში დაგიბრუნდებათ თანხა, ტრანსპორტირების ხარჯის გამოკლებით.

ბ.  ხოლო იმ შემთხვევათი, თუ ნივთის მისამართზე მოტანის შემდეგ აღმოაჩენთ მოხმარებასთან შეუთავსებელ დეფექტს, გადახდილი თანხა გიბრუნდებათ სრულად და ტრანსპორტირების ხარჯებს ვანაზღაურებთ ჩვენ. 

გ. იმ შემთხვევაში თუ აირჩევთ "თვითონ წავიღებ" და საწყობში ნახვისას, ნივთის შეძენაზე უარს იტყვით, სრული თანხა დაგიბრუნდებათ საბანკო ანგარიშზე.

3. სადაურია თქვენი ავეჯი?

ავეჯი მზადდება იმპორტირებული, მაღალი ხარისხის მასალითა და ფურნიტურით. ხელით, სიყვარულით და საქართველოში :)

4. თქვენი ავეჯი ქარხნულად დამზადებულია?

არა, ჩვენი ავეჯი დამზადებული ხელით, ხელნაკეთი ნივთებისათვის დამახასიათებელი უზუსტობებით.

5. არის თუ არა ფერები ზუსტად ისეთი, როგორიც ფოტოზე ჩანს?

რა თქმა უნდა არ და ვერ :) ფერების აღქმადობა მეტწილად მონიტორის სპეციფიკაციაზეა დამოკიდებული. თუმცა, ჩვენი ავეჯის მწვანე ნაწილები წითელი ნამდვილად არ არის :D

მეტი დეტალისთვის გაეცანით ჩვენი გვერდის განყოფილებებს: 

ჩვენს შესახებ, ტრანსპორტირების და გადახდის პირობები, დაბრუნება, კონფიდენციალურობა, მომსახურების პირობები

დაგვიკავშირდით

სოციალური მედია